Monday, June 11, 2012

1970 Mercedes-Benz C 111

1970 Mercedes-Benz C 111
s
s
s
s

1970 წელს, მაშინ, როცა სხვა ავტომწარმოებლები ჩვეულებრივ სედანზე მუშაობით იყვნენ დაკავებულნი, მერსედესი ცდილობდა, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნა და მან ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა 370 ცხენისძალიანი V8 ტიპის ძრავით აღჭურვილი სუპერქარი, სახელად – C 111, რომელიც 0-100 მდე 4.8 წამში ადიოდა და ავითარებდა მაქსიმალურ 300 კილომეტრ საათს.ამ ავტომობილს ეკუთნის ბევრი რეკორდი. მაგალითად, Nardo–ს ტრეკზე მან 1978 წლს გაავითარა 322 კმ/სთ, ხოლო 1 წლის შემდეგ, 1979 წლის 5 მაისს, მისმა 500 ცხენისძალიანმა V8 ტიპის ახლა უკვე სუპერჩარჯერმა გასაოცარი 250 მილი საათში განავითარა, რიაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ავოსამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტობილი გაყიდვაში არ იყო, მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა და შეძლო და აჯობა იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ V12 ტიპის ძრავით აღჭურვილ Lamborghini Miura ს.  

s
s
s
s

Mercedes-Benz W125 Rekordwagen

Mercedes-Benz W125 Rekordwagen

 
mercedes-benz w125 rekordwagen იყო ექსპერიმენტალური ავტომობილი 30–იან წლებსში. იგი იყო mercedes-menz w125-ის შასიზე აწყობილი რომელსაც ქონდა v12 ტიპის 725 ცხენისძალიანი 5,5 მოცულობის ძრავი. მისი რეკორდი 1938 წლის 28 იანვარს rudolf caracciola-ს მიერ დამყარებული არის 432,7 კმ/სთ, რომელიც განავითარა ავტობან #5–ზე ფრანკფურტსა და darmastadt-ს შორის და დღემდე ყველაზე სწრაფად ითვლება რომელიც დამყარდა სამოქალაქო გზაზე.
 
 

Mercedes-Benz 300 SL Gullwing

Mercedes-Benz 300 SL Gullwing - ე.წ. ''თოლიის ფრთები''



Mercedes-Benz 300 SL Gullwing Coupe –აღნიშნული ავტომობილის ქარხნული დასახელება Mercedes-Benz 300SL W198 – ია, თუმცა მისი სახასიათო კარებების გამო მას Gullwing–შეარქვეს, რაც სიტყვა–სიტყვით, რომ გადავთარგმნოთ ‘’თოლიის ფრთებს’’ ნიშნავს.

50–იან წლებში 300SL , გერმანელებისთვის გახდა არა მხოლოდ Mercedes-Benz–ის ახალი მოდელი, არამედ იყო ერთგვარი სიმბოლო ქვეყნის აღზევებისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაწილებად იყო დაშლილი.

მხოლოდ 50-იანების დასაწყისში აღნიშნული ავტომობილის სერიაში გამოჩნდნენ 220S და 300S. ხოლო 1952 წელს შტუტგარტში შეიქმნა იმ დროის ერთ–ერთი საუკეთესო სპორტული ავტომობილი Mercedes-Benz 300SL W194, რომელიც აგებული იყო სერიული 300 S – ის აგრეგატზე., თუმცა როგორც დრომ აჩვენა მანქანა სრულიად სახასიათო და ინდივიდუალური აღმოჩნდა. ძალიან მყარი კუზაო, ალუმინის დეტალებით , ფორსირებული 6 ცილინდრიანი ძრავი პირდაპირი შესხურების სისტემით – ყველაფერი ამ ავტომობილში სრულყოფილი სახით იქნა ჩადებული. ავტომობილის მასა სულ რაღაც 1 ტონა იყო, ხოლო ძრავის სიმძლავრე კი 175 ცხენის ძალას შეადგენდა, თუმცა შემდგომში ავტომობილი აღიჭურვა ძრავით, რომეზედ გამოყენებული იქნა, კომპანია Bosch–ის ინჟექტორების სისტემა და სიმძლავრე 215 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

1952 წელს 300SL, ბრწყინვალედ გამოდიოდა ისეთ სპორტულ შეჯიბრებში, როგორიცაა Le Mans, Nurburgring, Eifelrennen და Carrera Panamericana – ის სერიები.

1952 წელს ლეგენდარულმა სამასმა მონაწილეობა მიიღო იტალიურ Mille Miglia–ში, სადაც კლინგმა დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო კარაჩოლომ კი მეოთხე, რამაც მოწინააღმდეგე გუნდებში შიშის ბზარი გააჩინა. ხოლო Le Mans –ში და Carrera Panamericana სერიებში გამარჯვებამ კი ეს შიში საბოლოოდ გაამყარა, მერსედესი ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა. ავტომობილმა 1956 წელს კიდევ მრავალ ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ლეგენდის დასაწყისი

თავდაპირველად 300SL – ის სერიული წარმოება არ იგეგმებოდა, თუმცა Daimler-Benz–ის დირექტორებს მოსაზრება ამერიკელმა იმპორტიორმა მაქს ჰოფმანმა შეაცვლევინა, რომელმაც დაარწმუნა Daimler-Benz–ის ბოსები, ავტომობილის საგზაო ვერსიის გამოშვებაში და დადო პირობა რომ მაშინვე გააკეთებდა 1000 ავტომობილის შეკვეთას. აღნიშნული საკითხის განხილვა საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ გადაწყდა 300SL–ის სერიული წარმოება, მას ინდექსის სახით მიენიჭა W198 დასახელება.

1953 წელს ავტომობილი წარდგენილ იქნა ნიუ–იორკში, სადაც პუბლიკა საკმაოდ აღფრთოვანებული დარჩა. ხოლო ავტომობილების წარმოება დაიწყო 1954 წელს ზინდელფინგენში.

გემანული ავტომობილი ძალიან ეფექტურად და იმ დროისათვის ინოვაციურად გამოიყურებოდა, მაღლა გახსნადი კარებების მეშვეობით. კარების გაღების შემდეგ ავტომობილი უმალვე ემსგავსებოდა ასაფრენად მომზადებულ თოლიას, სწორედ ამიტომაც შეარქვეს მას ჟურნალისტებმა ზედმეტსახელად Gullwing, ''თოლიის ფრთები'' – ეს დეტალი გახდა კიდეც ავტომობილის სავიზიტო ბარათი.

საიდან დაიბადა ‘’ფრთების’’ იდეა !?

ჯერ კიდევ სპორტული 300SL–ის შექმნისას ინჟინრებმა აირჩიეს მილისებრი კარკასი, სადაც ჩვეულებრივი კარებისათვის ადგილი აღარ რჩებოდა. სწორედ ამიტომაც ჩვეულებრივი კარებების მექანიზმი შეიცვალა და ავტომობილზე დამონტაჟდა კარებები ზედა გაღების სისტემით. ასევე აღსანიშნავია სახელურების თავისებური სტილი, რაც კიდევ უფრო ლამაზ იერს სძენს ავტომობილს.

როგორც უკვე ვთქვით მანქანის სარბოლო ვერსია, მთლიანად ალუმინისაგან იყო დამზადებული, განსხვავებით სერიული მოდელებისაგან, რომლებიც მაღალხარისხიანი რკინის ფირფიტებით მზადდებოდა. მხოლოდ საბარგული, კაპოტი და კარებები იყო აქ ალუმინის.

ავტომობილის მილისებრი კარკასი იწონიდა 80 კილოგრამს, ხოლო მთლიანად ავტომობილის სერიული მოდელის წონა კი იყო 1295 კილოგრამი.

თავიდან დაიგეგმა 300SL–ის მხოლოდ კუპის სახით გამოშვება, თუმცა შემდგომში, კუპე ე.წ. ‘’როდსტერად’’ გადაიქცა. ავტომობილის წინა ნაწილი დაგრძელდა, შეიცვალა რადიატორის ცხაური და წინა ფარების განლაგება. ასევე შეიცვალა კარებების სისტემაც.

ინოვაციური ძრავი

300SL – იყო ოთხტაქტიანი ძრავის მქონე მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც აღიჭურვა პირდაპირი შესხურების სისტემის მქონე ძრავით. სწორედ ინჟექტორები იძლეოდა საშუალებას რომ ავტომობილს გამოემუშავებინა 215 ცხენის ძალა და განევითარებინა საათში 250 კილომეტრი. 0-იდან 100კმ/საათამდე ასწრაფებას ავტომობილი მხოლოდ 7 წამს ანდომებდა. სწორედ ასეთი მონაცემების გამო ითვლებოდა Mercedes-Benz 300SL – თავისი დროის ერთ–ერთ ყველაზე სწრაფ და მძლავრ ავტომობილად. შესხურების სისტემა პირველა ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეიქმნა გერმანული კომპანია Bosch–ის მიერ.

ავტომობილის რამა და სამუხრუჭე სისტემა გადმოღებული იყო 300S – სედანიდან, თუმცა მან რასაკვირველია სპორტული მოდიფიკაცია განიცადა. ყველა თვლის დაკიდება იყო დამოუკიდებელი, უკანა დაკიდებისათვის გამოყენებული იქნა სისტემა – ე.წ. მოძრავი ‘’პოლუოსებით’’. მერსედესი Mercedes-Benz 300SL–ს მყიდველს, სურვილისამებრ სთავაზობდა ტრანსმისიის რამოდენიმე ვარიანტს. თითოეული 300SL, რომესაც კომპანია უშვებდა იყო ინდივიდუალური, მისი ყიდვა ყველას სურდა, ავტომობილი ექსკლუზიურობის ეტალონად ჩამოყალიბდა. Mercedes-Benz 300SL–ის ღირებულება 29 000 გერმანული მარკა იყო, რაც იმ დროს 7500 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მთლიანად მერსედესმა 1958 წლამდე გამოუშვა 1400 ცალი ავტომობილი, როგორც კუპე, ისე როდსტერი. 300SL წარმოებიდან მოხსნის შემდეგაც ლეგენდად დარჩა, და იგი დღესაც არის მრავალი ავტომოყვარულისათვის, ყველაზე სასურველი და საოცნებო ავტომობილი

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II

Mercedes-Benz 190E 2.3–16
Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I
Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II




Mercedes-Benz 190E, მისი დებიუტი 1982წელს მოხდა, ავტომობილი მთელს მსოფლიოში უდიდესი ტირაჟით გაიყიდა. შესანიშნავი დიზაინი, მიმზიდველი ფასი და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები, ის პლიუსები იყო, რითაც ამ ავტომობილმა ფართო აღფრთოვანება დაიმსახურა და მყიდველთა გულები დაიპყრო. თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა მეომარი ხასიათი იმალება Mercedes-Benz 190E დასახელების მიღმა. ამ ავტომობილებს სხვათაგან გამოყოფდა, თუმცა ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ციფრი – 16.

ყველაფერი დაიწყო შორეულ 70 – იან წლებში. მაშინ როდესაც მერსედესის გუნდი რეგულარულად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა რალიში. 190 მოდელის გამოჩენიდან შტუტგარტში გადაწყვიტეს მერსედესის სარბოლო ტრადიციების გაგრძელება, და გადაწყდა თანამშრომლობა იმ დროისთვის მსოფლიო ავტოსპორტის ერთ–ერთ ბობოლა კომპანიასთან, Cosworth–თან. ინგლისელები დაეხმარნენ გერმანელებს 2.3 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავის ნამდვილ მონსტრად გადაქცევაში, საუკეთესო შემთხვევაში ამ ძრავიდან 320 ცხენის ძალის რესურსი იქნა ამოღებული. Cosworth 2.3 16 ძრავი 1983 წელს იქნა პრეზენტირებული, მისი მონაცემები ძალზედ შთამბეჭდავი იყო, და იმ დროინდელ ბევრ ე.წ. ‘’სპორტქარსაც’’ კი თავზარს სცემდა.

მართალია იმ დროისთვის რალიში მერსედესს არანაირი შანსები არ გააჩნდა 4 X4–ზე, ტურბირებული აუდი Quattro–ის წინააღმდეგ, თუმცა შვაბები არ დანებდნენ და საკუთარი ინტერესი გერმანულ DTM–ის ჩემპიონატზე გადაიტანეს რომლის რეგლამენტის მიხედვითაც ნებისმიერ მონაწილე მანქანას უნდა ჰყოლოდა მისი ე.წ. ‘’სამოქალაქო’’ ვარიანტიც სარბოლოს გარდა.

სერიული მერსედეს 190Е 2.3–16 დებიუტი 1983 წელს სექტემბერში ფრანქპურტში მოხდა. Cosworth ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა 190–ის სამოქალაქო ვერსიის ძრავის მიმართაც. შედეგი – ახალი ბლოკის თავაკი (გალოვკა), რომელიც დამზადებული იყო Cosworth–ის ქარხანაში, დიდ ბრიტანეთში. ძრავი საკმაოდ კარგი გამოდგა, იგი იძლეოდა 185 ცხენის ძალას და ავითარებდა 245 მბრუნავ მომენტს. ეს კი 190–ს შესაძლებლობას აძლევდა 100კმ /საათში სიჩქარე 7.5 წამში განევითარებინა და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/საათს აჭარბებდა.

თუმცა Cosworth–ის ხელი არა მარტო ძრავებს დაეტყო. შეიცვალა საჭის მექანიზმი, მანქანის მართვა უფრო ‘’ბასრი’’ გახდა, საწვავის ავზის მოცულობა 55 იდან 70 ლიტრამდე გაიზარდა, ასევე მანქანის საბაზო აღჭურვილობაში შევიდა გაუმჯობესებული დიფერენციალი. გამოჩნდა ე.წ. SLS (Self-Leveling Suspension)– სისტემა, რომელიც ერთ დონეზე ინარჩუნებდა მაქნანის თვლების საგზაო ხედს, და წინა დაკიდების სისტემა კი მთლიანად სპორტული გახდა, აღიჭურვა სპორტული, ხისტი ამორტიზატორებით. რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, თვალშისაცემია კომპანია Recaro–ს სავარძლები წინ და უკან. და სამი დამატებითი კონსოლი.

საინტერესოა, რომ 190 2.3 –16–ის გადაცემათა კოლოფი მთლიანად წარმოადგენს უმაღლესი დონის მექანიკური გადაცემათა კოლოფის Getrag–ის ზუსტ ასლს, მთლიანად შეიცვალა სიჩქარეთა გადართვის სტანდარტი, რამაც შექმნა სიჩქარეთა ცვლის უკეთესი შესაძლებლობა, ამ კოლოფმა მთლიანად სრულყოფილი სახე 3 წლის შემდეგ მიიღო.

1983 წელს 190 2.3-16 – მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი გამძლეობაში, სპეციალურად მომზადებულმა ავტომობილმა გაიარა 50 000კილომეტრი, ისე რომ მისი საშუალო სიჩქარე 247.88 კმ/საათში იყო, რაც დღესაც უაღრესად შთამბეჭდავი შედეგია.

ყოველივე ამ უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგი იყო მსოფლიო სიჩქარის 12 რეკორდი, გამძლეობის ტესტზე. ასევე 1984 წელს გერმანული ‘’ნიურბურგრინგის’’ გახსნაზე გერმანელებმა პირველი რეისი მხოლოდ Mercedes-Benz 190E 2.3–16–ით შეასრულეს, რაც უთუოდ ამ ავტომობილის უდიდეს დაფასებაზე და აღიარებაზე მიუთითებს.

თუმცა შვაბები Mercedes-Benz 190E 2.3–16–ზე არ გაჩერებულან, უმთავრესი ამის მიზეზი კი BMW გახდა. 190 ის განვითარების შემდეგ ეტაპად იქცა Mercedes-Benz 2.5–16, რომელმაც 2.3 1988 წელს შეცვალა. ძრავის მოცულობის გადიდებას, მისი სიმძლავრის ზრდაც მოჰყვა, და იგი 195ცხენამდე გაიზარდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 235 კმ/საათს აჭარბებდა. ასევე ამ მოდელში შემოთავაზებული იქნა ტექნიკური ინოვაციებიც, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ASD ტიპის სრულყოფილი დიფერენციალი. ასევე დამონტაჟდა ბლოკირებული ხიდი, რაც ძრავის პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა, დღეს ეს უკვე გასაოცარი არ არის, თუმცა 20 წლის წინ ???

1988 წელს მერსედესის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა DTM–ში მონაწილეობა, სადაც მას მოუწია BMW M3 Evolution–თან სისხლისმღვრელი ბრძოლა. 1989 წელს ჟენევის ავტოსალონში მერსედესმა Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I– ის სამოქალაქო ვერსიაც წარმოადგინა.

190-ის პირველი ევოლუციის ძრავმა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განიცადა, ინჟინრებმა მხოლოდ შეამცირეს მისი მასა და სრულყვეს ზეთის მიწოდების სისტემა ძრავში. კონსტრუქტორებმა საკმაოდ სერიოზულად იმუშავეს სავალ ნაწილზე, დაყენდა კიდევ უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემა და წინა სავალი დაკიდებაც ასევე სისტემა SLS–ით აღიჭურვა. მძღოლს სალონიდან შეეძლო კლირენსის რეგულირება.

სულ გამოშვებული იქნა Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I–ის 502 ეგზემპლარი. ხოლო მათთვის ვისაც კიდევ უფრო მეტი სურდა ამ ავტომობილისაგან AMG–ის მიერ შეთავაზებული იქნა სპეციალური PowerPack–ი.
190 ის პირველი ევოლუცია უკანასკნელი არ ყოფილა, გავიდა კიდევ ერთი წელი და გერმანელებმა ჟენევაში წარადგინეს Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II, რომელიც 190 სერიის საბოლოო მწვერვალი გახდა. მეორე ევოლუციის საბაზო აღჭურვილობაში უკვე შედიოდა AMG PowerPack–ი, 235 ცხენის ძალითა და 245 მბრუნავი მომენტით, რაც 1300 კილოგრამის მქონე ავტომობილს საშუალებას აძლევდა 7.1 წამში განევითარებინა 100კმ/საათში. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კილომეტრს აღწევდა.

190-ის მეორე ევოლუციის საფირმო ნიშნები გახდა პროფესორი Richard Eppler–ის მიერ შექმნილი სპორტული ექსტერიერი (პაკეტი), წინა, გვერდითი და უკანა ბამპერებით. ასევე საბარგულზე დამონტაჟებული ულამაზესი ე.წ. ‘’სპოილერი’’ და 17 დიუმიანი დისკები.

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II–ის სამოქალაქო ვერსიაც მისი სარბოლო ანალოგის მსგავსად იგივე ოფციებით იყო აღჭურვილი, დამატბული იყო მხოლოდ კონდინციონერი. იმ დროისთვის ავტომობილის ფასი 115.260 გერმანული მარკა იყო. კონდინციონერით აღჭურვილი მოდელები კი 4.5 ათასი მარკით მეტი ღირდა. სამოქალაქო მანქანების ტირაჟიც 502 ავტომანქანას ითვლიდა.

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II–ი დღესაც ლეგენდარულ ავტომობილად ითვლება, და მისი კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარის შეძენა, ძალიან ძნელია, იგი ფაქტიურად საკოლექციო მოდელია.

mercedes rally

  silverarrow-w154.jpg
  1932 წელი მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო გერმანული ავტოსპორტისთვის. ამას თან ერთვოდა ქვეყანაში უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი და მერსედეს ბენცის სპორტული განყოფილების დახურვა. მაგრამ იყო პერსპექტიული მომავალი 1934 წლის ახალი ფორმულის გახსნისთვის. ახალი წესებით, გათვალისწინებული იყო, რომ ბოლიდის წონა არ უნდა ყოფილიყო 750 კგ-ზე მეტი  საწვავის, საბურავების და პილოტის გარეშე. სხვა მხრივ, შეზღუდვა არ იყო. ეს იყო მერსედესისთვის იდეალური შანსი, კონკურენცია გაეწია მაშინდელი ბოლიდებისთვის. SSKL იყო წინა წლების წარმომადგენელი, რომელიც წონის რეგლამენტსაც კი ვერ აკმაყოფილებდა.
      1933 წელს, მერსედესმა გადაწყვიტა ახალი სარბოლო მოდელის შექმნ.ა  ეს გადაწყვეტილება ავტოსპორტში დაბრუნებული მენეჯერის, ალფრედ ნეუბაუერის დამსახურებაა. ეს საკითხი ცოტა ხნით გადაიდო ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური ნება, ახალი ავტოდრომის მშენებლობისა და გადასახადების თანხის შემცირებაც  კი ავტომწარმოებლებისთვის. ამან გამოიწვია მაშინდელ 2 გიგანტს შორის დიდი კონკურენცია. ესენი იყვნენ მერსედეს ბენცი და ავტოგაერთიანება (Mercedes-Benz and Auto Union), სამომავლოდ აუდი. ამ კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ ეს 2 ბრენდი 1939 წლამდე (მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე) დომინანტები იყვნენ ევროპაში.
     ნეუბაუერის ერთ-ერთი პირველი პილოტი იყო რუდოლფ კარაჩიოლა, მეორე გუნდის მონაწილე - მანფრედ ფონ ბრაუხიჩი, ლუიჯი ფაგიოლი, ჰანეს გეიერი და ერნესტ ჰენნე. ნეუბაუერი 1933 წელს  გახარებული იყო ახალი monoposto-ს პერსპექტივით. გერმანიის ნაკრების ფერი თეთრი ფერი იყო. 1934 წელს  მანქანის ფერის შეცვლა  ვერსხლისფერით  არა დიზაინის, ან უბრალო ფერის გამო, არამედ პრაგმატული გადაწყევეტილების გამო მოხდა.
     ინჟინერების ჯგუფმა, ჰენს ნიბელის მეთაურობით, მცირე დროში შექმნეს წინ ძრავიანი monoposto, რომელიც ავტოგაერთიანების შუა ძრავიან მანქანასთან შედარებით, ძალიან კონსერვატიულად გამოიყურებოდა. Monoposto იყო ვიწრო ძარიანი, მექანიკური კომპრესორით აღჭურვილი 3,4 ლიტრიანი, ვესებრი 8 ცილინდრიანი ძრავით, გამოყოფილი საბურავებით და გადაცემათა კოლოფის უკანა განაწილებით, რომელიც იყო გამარჯვების რეცეპტი.
 
1896_daimler_truck_1898_01.jpg   
შეკიდულობა ეკუთვნოდა მაქს ვაგნერს, ძრავი შექმნეს ალბერტ ჰესსიმ და ოტო შილინგმა. გეორ შირერმა კი- კომპრესორი.
   ძრავის გამოცდა, Mercedes-Benz monoposto, 1934  წლის თებერვალში, მონცაში მოხდა.
320 ცხ/ძ (235კვტ) . შემდგომში მოხდა მისი გაძლიერება 354 ცხ/ძ (260კვტ). ახალი ნაზავის გამოყენებით Esso, დარეგისტრირდა მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ.
      მერსედესმა თავისი ახალი მოდელი-W 25-სთვის შეარჩია  ვერცხლისფერი.
(ამასთან დაკავშირბით არსებობს ლეგენდა: შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, მერსედესმა წარმოადგინა ახალი მოდელი ნიუბურგრინგში. ახალი მოდელი ვერ ჩაეტია რეგლამენტში და 750 კგ-ის ნაცვლად შეადგინა 751 კგ. ამის გამო, მანქანა გაწმინდეს თეთრი საღებავისგან და გახდა ვერცხლისფერი, რადგან დამზადებული იყო ალუმინისგან).
    1934 წლიანი შეჯიბრი მანფრედ ფონ ბრაუხიჩმა Mercedes-Benz monoposto W 25-ით გამარჯვებით დაამთავრა  და დააფიქსირა საშუალო სიჩქარე 122,5 კმ/სთ.
   შემდეგი გამარჯვება მონცაში რუდოლფ კარაჩიოლას W 25-ით  ხვდა წილად.
    1934 წლის მონაცემებით, Mercedes-Benz-ის ტექნიკური მახასიათებლები ერთი თავით მაღლა იდგა სხვებთან შედარებით.
    თუმცა, 1934 წელს იყო ძალიან დიდი კონკურენცია ავტოგაერთიანების მხრიდან, მაგრამ შტუდგარტულმა კომპანიამ 1935 წელს უპასუხა ახალი თაობის W 25-ით. ყველაზე ძლიერი ძრავით- 462 ცხ/ძ (340 კვტ.) 5800 ბრ/წთ. 4310 კბ/სმ სამუშაო მოცულობა. 1935 წლის სეზონზე, ამ მონაცემებმა  სრული ძალაუფლება მისცა მერსედესს.
    რუდოლფ კარაჩიოლამ ახალი W 25-ით მოიგო თითქმის ყველა მაშინდელი გრანპრი და მაშინდელი დროის პირველი   პილოტი  გახდა.
camara03_03b.jpg     
1936 წლის W 25-მა განავითარა 449ცხ/ძ (330 კვტ.) უფრო მოკლე ძარის ვერსიით, მაგრამ ვერ შეძლო ამ სეზონის მოგება (გარდა 2 გრანპრისა). ეს სეზონი ავტოგაერთიანებას ხვდა წილად.
     1937 წელს დამზადდა ახალი მოდელი Mercedes-Benz monoposto W 125,  ძრავი ისევ მექანუკური დაბერვის სისტემით იყო აღჭურვილი, იგივე კომპრესორით და გამოიმუშავებდა 600 ცხ/ძ-ს (441კვტ.)
5,6 ლტ-იანი მოცულობით.
    ეს ძრავი შექმნა რუდოლფ უჰლენჰაუტმა და მუშაობის პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: კომპრესორი დაყენდა კარბურატორის შემდეგ, რაც იწვევდა უკვე გამზადებული ნაზავის შეფრქვევას წვის კამერაში.
     ბევრი გამოცდების შემდეგ ნიურბურგრინგზე რუდოლფ უჰლენჰაუტმა აირჩია რევოლუციური გადაწყვეტილება, Mercedes-Benz monoposto W 125-ს შეკიდულობასთან დაკავშირებით. ეს იყო სარისკო და გაბედული გადაყვეტილება და გულისხმობდა რეგულირებად შეკიდულობას. ასევე, მაშინდელი მთლად არასწორი გზების დასაძლევად, ახალი თობის ამორტიზატორებს, რამაც გამოიწვია მანქანის სტაბილურობა მაღალ სიჩქარეზე და მაქსიმალური სიჩქარის გაზრდა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ქონდა აეროდინამიულ ძარას და მანქანის კლირენსის დაწევას.
(ეს პრინციპი დ
ესაც გამოიყენება ავტოსპორტში)

    1937 წელს გამარჯვება გამარჯვებაზე მოდიოდა! მან მოიგო თითქმის ყველა გრნპრი. აეროდინამიულად ოპტიმიზირებულმა Mercedes-Benz monoposto W 125-მა  დააფიქსირა მაქსიმალური სიჩქარე 271,7 კმ/სთ და ეს შედეგი არ გაუჯობესებულა 1959 წლამდე.
    მომავალ სეზონზე, 1938 წელს მოხდა ცვლილებები რეგლამენტში. შეიზღუდა ძრავის მოცულობები და გნისაზღვრა შემდეგნაირად: 3 ლტ-იანი კომპრესორით და 4.5 ლტ-იანი უკომპრესოროდ. 

3173974808_98aae88db1.jpg   
ეს იყო ”პირველი ეტაპის” დასასრული ავტოსპორტში, რომელიც 1939 წლამდე მერსედესის გამარჯვებით დასრულდა. მან მოიგო 4 ოქროს მედალი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ავტოსპორტის და ინდუსტრიის განვიარებაში.
   მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იწყება ე.. ”მეორე ეტაპი” ავტოსპორტში, რომელიც ფორმულა სამლიტრიანის სახელითაა ცნობილი და დღემდე გრძელდება ცნობილ ბრენდთა ჭიდილი მცირე ცვლილებების ფონზე.

Mercedes-Benz- CLK-Class

            Mercedes-Benz- CLK-Class


        

  1.  1996–2002 (W208)
  2.  2003–2009 (W209)
  3.  2010–present (W207)
  4.  CLK GTR and CLK DTM
  5.  C-Class or E-Class derivative




   1996–2002 (W208)
   პირველი თაობის CLK შეიქმნა 1996 წელს, პირველი თაობის W-202 C კლასის შექმნიდან 3 წლის შემდგომ. CLK-ის გამოშვებით მერსედესმა პირველად შექმნა საშუალო ზომის კუპე, მისი წინამორბედის W-124 E კლასის კუპესაგან განსხვავებით, რომელიც გამოშვებული იყო, როგორც 2-კარიანი სედანი.

  გაცილებით იაფი, ვიდრე სპორტული SL კლასი. პირველი თაობის CLK კაბრიოლეტი იყო ყველაზე გაყიდვადი კაბრიოლეტი, რომელიც მერსედესს შემოუთავაზებია. აშშ-ში - 41.520, ხოლო მთელ მსოფლიოში 115.000 კაბრიოლეტი გაიყიდა.

800px-1998-2003_mercedes-benz_clk_320_a208_elegance_cabriolet_02.jpg
1998–2003 Mercedes-Benz CLK 320 (A208)
Elegance cabriolet 
 
   1997-1999 წლებში მოდელი წარმოდგენილი იყო შემდეგი ძრავებით: CLK 200(136 P.S), CLK 200 Kompressor(192 P.S),CLK 230 Kompressor(193 P.S), CLK 320(218 P.S), CLK 430(279 P.S) და CLK 55 AMG(347 P.S). 1999 წლის ბოლოდან CLK 200 Kompressor(192 P.S), CLK 230 Kompressor(193 PS) ჩაანაცვლა ახალი თაობის ძრავებმა CLK 200 Kompressor, რომლის ძრავის მოცულობა იყო 1998 კბ/ს და ჰქონდა 163 ცხ/ძ და CLK 230 Kompressor, რომლის ძრავის მოცულობა იყო 1796 კბ/ს, ჰქონდა 192 ცხ/ძ. ყველა ეს მოდელი წარმოდგენილი იყო, როგორც კუპეს, ასევე-კაბრიოლეტის ვერსიები.
 CLK 320 გამოვიდა 1997 წელს, რომელსაც ედგა 3.2 ლ. მოცულობის V6 ტიპის ძრავი. CLK 320 კაბრიოლეტი და CLK 430 კაბრიოლეტი 4.3 ლ. მოცულობის V8 ტიპის ძრავით ბაზარზე გამოჩნდა 1999 წლიდან, ხოლო შემდგომში 2000 წელს ევროპაში გამოვიდა გაცილებით ძლიერი CLK 55 AMG, მას ჰქონდა 5.4 ლ. მოცულობის V8 ტიპის აგრეგატი. მისი კაბრიოლეტის ვერსია გამოვიდა 2002 წელს. ამ ძარის გამოშვების ბოლო წელს.
1998-2003_mercedes-benz_clk_320_a208_elegance_cabriolet_01.jpg
  
 
   2003–2009 (W209)
  CLK-ს ახალი მოდელი გამოვიდა 2003 წელს, რასაც მოჰყვა კაბრიოლეტი 2004 წლიდან. აღნიშნული მოდელი იყო 61 მმ-ით გრძელი, 18 მმ-ით ფართო და 28 მმ-ით მაღალი წინა მოდელზე.

    W-209  წარმოდგენილი იყო შემდეგი ძრავებით:

  CLK 270 CDI, რომელიც იყო დიზელის 5 ცილინდრიანი, 5 სიჩქარიანი ტიპტრონიკის ტრანსმისიით.
  CLK 320 - 3.2 ლ. მოცულობის, 18 სარქველიანი (SOHC) V6 ტიპის ძრავით, 5 სიჩქარიანი ავტომატური  ტრანსმისიით, რომელიც 2006 წელს ჩაანაცვლა CLK350-მა.
CLK 350  - 3.5 ლ. მოცულობის, 24 სარქველიანი (DOHC) V6 ტიპის ძრავით, 7 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. ძრავის სიმძლავრე  268 ცხ/ძ.
CLK 500  - 5.0 ლ. მოცულობის, 24 სარქველიანი (SOHC) V8 ტიპის ძრავა, 7 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. 2005 წლიდან. 2007 წლიდან კი გამოვიდა 5.5 ლ. მოცულობის 32 სარქველიანი (DOHC) V8 ძრავით, რომელიც ამერიკაში ცნობილი იყო როგორც CLK 550.
mercedes-benz-clk_cabriolet_2004_800x600_wallpaper_02.jpg

    CLK 55 AMG – 5.4 ლ. მოცულობის, 24 სარქველიანი (SOHC) V8 ძრავითა და 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით, საბაზო ღირებულება შეადგენს 69 900 დოლარი, კუპეს ვერსია და 87 000 დოლარი კაბრიოლეტი. ეს მოდელი ამერიკაში გამოჩნდა 2005 წლიდან, 2007 წლიდან კი-CLK63-მა  ჩაანაცვლა.
    CLK63 AMG – 6.2 ლ. მოცულობის V8 ძრავით 7-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. მას აქვს 475 ცხ/ძ და 630 ნ/მ თორქი, ხოლო 0-100 აჩქარებაა 4,3 წამი.
    CLK63 AMG Black Series  - 6.2 ლ. მოცულობის V8 ძრავით 7-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. ეს მოდელი იწარმოება მხოლოდ კუპეს ვერსია და აქვს 507 ცხ/ძ 630 ნ/მ თორქი. 0-100 აჩქარებას უნდება მხოლოდ 4,1 წამს.
 2009 Mercedes-Benz CLK63 AMG Black
mercedes-benz_clk_63_amg_black_series_2007.jpg
     ევროპული ბაზრისთვის წარმოდგენილი იყო ასევე CLK 200 K (1.8 მოცულობის ძრავი R4 ) CLK 220 CDI (2.1 მოცულობის ძრავი I4) CLK 240 (2.6 მოცულობის ძრავი V6) CLK 270 CDI (2.7 მოცულობის ძრავი R5) CLK 280 (3.0 მოცულობის ძრავი V6) CLK 320 CDI (3.0 მოცულობის ძრავი V6), სტანდარტულად ყველა გამოდიოდა 6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით და დამატებით ოფციად ავტომატური ტრანსმისიით.
       ყველა მოდელი არის 4-ადგილიანი, ამერიკული ბაზრისთვის ტყავის სავარძლები, ხოლო ევროპულისთვის 2 ვარიანტი არსებობს, "ELEGANCE", ან "AVANTGARDE" . საერთო ჯამში, ორივე არის მდიდრული, სპორტული ხასიათის.
 
CLK GTR  and  CLK DTM
    MERCEDES-BENZ  CLK-GTR  მოდელი წარმოდგენილი იყო V12 ძრავით, რომელიც 1997 წელს შეიქმნა FIA GT ჩემპიონატებისთვის. მას ძალიან მცირე საერთო ჰქონდა ჩვეულებრივი CLK –ს ექსტერიერთან. ამ მოდელის სამოქალაქო მოდელი 1998 წელს გამოვიდა მხოლოდ 25 ეგზემპლიარი.

    CLK-ს სპეციალური ვერსია CLK DTM AMG შეიქმნა გერმანული რბოლებისათვის.
    ((Deutsche Tourenwagen Masters), რომელსაც უნდა ჰქონოდა 4.0 ლ. მოცულობის ძრავი და შეზღუდული ცხ/ძ 500-მდე. ასევე შეიქმნა 5.4 ლ. მოცულობის AMG ტურბინირებული ძრავით,  რომელსაც 582 ცხ/ძ და 800ნ/მ თორქი ჰქონდა. 0-100 აჩქარებას 3,9 წამი სჭირდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე- 320 კმ/ს, მისი ღირებულება განისაზღვრა 230 060 ევროდ.
                                                                           
mercedes-benzclr_02.jpg           mercedes_clk_dtm.jpg

    ასევე, 2006 წლიდან გამოვიდა კაბრიოლეტის ვერსია, იგივე ძრავით და მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვით 300 კმ/ს-მდე.
CLK DTM-ის მფლობელებს შორის იყვნენ McLaren Mercedes  ფორმულა 1 პილოტები, Juan Pablo Montoya და Mika Häkkinen 
 
  C-Class or E-Class derivative

    CLK საშუალო ზომის კუპეა, რომელიც C  კლასის დაგრძელებულ ბაზაზე შეიქმნა, თუმცა ის უფრო დაემსგავსა E  კლასს. 1995 წელს, მერსედესმა W -124 ჩაანაცვლა C – 210-ით, W -124-ის კუპეს ვერსია არ განაახლა, არამედ შექმნა ახალი ნაწარმი, რომელიც BMW-ს მესამე სერიის კუპე და კაბრიოლეტის  კონკურენტი იქნებოდა. ხალხს კი მისცა საშუალება აერჩია მდიდრული, ელეგანტური E  კლასის კუპეს ვერსია, რომელსაც CLK წარმოადგენდა. მერსედესმა დიზაინში გამოიყენა W – 210-ის კონტურები. კერძოდ: გააკეთა 4  წინა განათების ფარი და ასევე, სტოპ სიგნალები, რომლითაც მერსედესმა ხაზი გაუსვა იმას, რომ CLK იყო W–124-გან განსხვავებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მერსედესმა ძრავითაც მიამსგავსა E კლასს, რადგან AMG ვერსიაში გამოიყენა 5.5 ლ.  E55 AMG მოცულობის ძრავი და არა 3.6 ლ. მოცულობის ძრავი C36 AMG. ასევე, შეცვალა სახელი W-124 E-საგან განსხვავებით, რომელსაც 2-კარიან სედანად მოიხსენიებდნენ. 

Mercedes-Benz SLR

Mercedes-Benz SLR
untitled.jpg
ძარა:   დამზადებულია კარბონისგან. ერთადერთი დეტალი, რაც ალუმინისგანა არის  დამზადებული, ეს ძრავის კორპუსია. კარები დამაგრებულია პეტლებზე და იღება წინ-მაღლა. კარების კონსტრუქცია გადმოტანილია ისეთი სარბოლო ავტომობილებსგან, როგორიცაა Mercedes-Benz CLK GTR და McLaren  F1. უკანა სპოილერს გააჩნია ელექტრო რეგულირება.
ძრავი:    ორკომპრესორიანი V8, მოცულობით - 5.5ლ. ძრავს გააჩნია 626 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი 780 ნ-მ, რაც ხელს უწყობს ავტომობილს, 100კმ/სთ განავითაროს 3.8 წამში.
ტრანსმისია: უკანა ამძრავი 5 საფეხურიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
აჩქარების დინამიკა
აჩქარება 0-100 კმ/სთ – 3.8 წმ
აჩქარება 0-200 კმ/სთ – 10.2 წმ
აჩქარება 0-300 კმ/სთ – 29.8 წმ

მოდიფიკაცია
   2006 წელს წარმოდგენილია ახალი ვერსია Mერცედეს-Bენზ შLღ MცLარენ 722 Eდიტიონ. ამ ვერსიაში მომატებულია ცხენის ძალების რაოდენობა 650-მდე, ბრუნვის მომენტი_4000 ბრ/წთ, მაქსიმალური სიჩქარე_337 მკ/სთ – მდე, გააჩნია 19 დიუმიანი, მსუბუქი ლითონის დისკები, სამუხრუჭე დისკები დამზადდა შედარებით დიდი დიამეტრი (390 მმ).
  გაუმჯობესდა სვლის მაჩვენებელი:
აჩქარება 0-100 კმ/სთ – 3.6 წმ
აჩქარება 0-200 კმ/სთ – 8.6 წმ
აჩქარება 0-300 კმ/სთ – 23.5 წმ

ასევე, ამ მოდელს დაუყენეს 19 დიუმიანი შავი დისკები ნათელი გულით, რომელსაც აქვს წარწერა_722, როგორც კლასიკურ მოდელს.
ასევე, შემოთავაზებულია AMG კომპლექტაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 675 000 დოლარს. კომპანია AMG გვარწმუნებს, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი SLR ისტორიაში. 2010 წლის 23 აპრილს, ფრანკფურტის ავტობანზე, ავტომობილმა განავითარა მაქსიმალური სიჩქარე 347 კმ/სთ. აღნიშნული მოდელი დამზადდა მხოლოდ 30 ტირაჟით. კომპანია 2011 წლის ზაფხულიდან გეგმავს ამ მოდელის სერიულად გამოშვებას, ტირაჟით 100 ცალი წელიწადში.


SLR McLaren 722 GT


722 GT - ეს მოდელი 722 Edition-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. დამზადებულია შეჯიბრებებისათვის, 19 დიუმიანი სარბოლო დისკებით (OZ racing).
    მისი წონა 398 კგ-ით შემცირდა (გახდა 1300 კგ),ამჟამად ძრავს გააჩნია 680 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი_830. იგეგმება ასეთი მოდელის მხოლოდ 21 ეგზემპლარის  გამოშვება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 750 000 ევროს.
slr722.jpg

SLR McLaren Roadster


SLR -ის ღია მოდელი (ძრავის N R199) ავტობაზარზე გამოჩნდა 2007 წლის სექტემბერში, ღირებულებით 493 000 ევრო. როდსტერში დგას ისეთივე ძრავი, როგორიც კუპეში და წონა კუპესთან შედარებით 60 კგ-ით მეტია, რამაც მაქსიმალური სიჩქარე წინამორბედისგან შეამცირა 332 კმ/სთ-მდე. ოფიციალური დოკუმენტაციით, კაბინის კონსტრუქცია (ჭერგადახდილი სიარულის დროს) მძღოლს საშუალებას აძლევს უპრობლემოდ გააგონოს მგზავრს ხმა. როდსტერი გამიზნულია სარბოლო შეჯიბრებისათვის ისეთ სუპერავტოსთან, როგორიცა Pagani Zonda F Roadster. 





Roadster 722 S

ეს მოდელი წარმოდგენილი იყო პარიზის აუქციონზე 2008 წელს. გააჩნია 5.5ლ. მოცულობის ძრავი, აქვს 650 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი_820, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს 100 კმ/სთ განავითაროს 3.7 წმ-ში, ხოლო_200 კმ/სთ - 10.6 წმ-ში. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 335კმსთ. ძარის სიმაღლემ დაიწია 100 მმ-ით. Mercedes SLR McLaren 722 S  სერიული ტირაჟი შეადგენს 150 ერთეულს.
slrroadster.jpg
SLR McLaren Stirling Moss

2009 წელს დეტროიტის ავტოსალონში წარმოდგენილი იქნა  შSLR McLaren Stirling Moss – სლიდსტერი, რომელიც 2009 წლის ივნისიდან დეკემბრამდე გამოდიოდა  ტირაჟით_75.  მისი ფასი შეადგენდა 750 000 ევროს.
stirlingmoss.jpg
Mansory Renovatio SLR McLarenნ

2008 წელს, ჟენევის ავტოსალონში, წარმოდგენილი იქნა Mანსორყ. აღნიშნულ მოდელს მიაწერეს ფილოსოფიური იდეა_ “ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად”. მოდელს გააჩნია მეტი აეროდინამიული რიცხვი. მის სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამს კარბონისგან შესრულებული დიზაინი. Aასევე, ძრავს უყენია გაუმჯობესებული ტურბინა. ცხენის ძალები გაიზარდა 700-მდე, ბრუნვის მომენტი_880-მდე, ასევე, გაუმჯობესდა აჩქარების მომენტი: 0-100 კმ/სთ – 0.3 წამში, ხოლო მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 340 კმ/სთ.
mansory_slr.jpg