ძარა: დამზადებულია კარბონისგან. ერთადერთი დეტალი, რაც ალუმინისგანა არის დამზადებული, ეს ძრავის კორპუსია. კარები დამაგრებულია პეტლებზე და იღება წინ-მაღლა. კარების კონსტრუქცია გადმოტანილია ისეთი სარბოლო ავტომობილებსგან, როგორიცაა Mercedes-Benz CLK GTR და McLaren F1. უკანა სპოილერს გააჩნია ელექტრო რეგულირება.
ძრავი: ორკომპრესორიანი V8, მოცულობით - 5.5ლ. ძრავს გააჩნია 626 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი 780 ნ-მ, რაც ხელს უწყობს ავტომობილს, 100კმ/სთ განავითაროს 3.8 წამში.
ტრანსმისია: უკანა ამძრავი 5 საფეხურიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
აჩქარების დინამიკა
აჩქარება 0-100 კმ/სთ – 3.8 წმ
აჩქარება 0-200 კმ/სთ – 10.2 წმ
აჩქარება 0-300 კმ/სთ – 29.8 წმ
მოდიფიკაცია
2006 წელს წარმოდგენილია ახალი ვერსია Mერცედეს-Bენზ შLღ MცLარენ 722 Eდიტიონ. ამ ვერსიაში მომატებულია ცხენის ძალების რაოდენობა 650-მდე, ბრუნვის მომენტი_4000 ბრ/წთ, მაქსიმალური სიჩქარე_337 მკ/სთ – მდე, გააჩნია 19 დიუმიანი, მსუბუქი ლითონის დისკები, სამუხრუჭე დისკები დამზადდა შედარებით დიდი დიამეტრი (390 მმ).
გაუმჯობესდა სვლის მაჩვენებელი:
აჩქარება 0-100 კმ/სთ – 3.6 წმ
აჩქარება 0-200 კმ/სთ – 8.6 წმ
აჩქარება 0-300 კმ/სთ – 23.5 წმ
ასევე, ამ მოდელს დაუყენეს 19 დიუმიანი შავი დისკები ნათელი გულით, რომელსაც აქვს წარწერა_722, როგორც კლასიკურ მოდელს.
ასევე, შემოთავაზებულია AMG კომპლექტაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 675 000 დოლარს. კომპანია AMG გვარწმუნებს, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი SLR ისტორიაში. 2010 წლის 23 აპრილს, ფრანკფურტის ავტობანზე, ავტომობილმა განავითარა მაქსიმალური სიჩქარე 347 კმ/სთ. აღნიშნული მოდელი დამზადდა მხოლოდ 30 ტირაჟით. კომპანია 2011 წლის ზაფხულიდან გეგმავს ამ მოდელის სერიულად გამოშვებას, ტირაჟით 100 ცალი წელიწადში.
SLR McLaren 722 GT
722 GT - ეს მოდელი 722 Edition-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. დამზადებულია შეჯიბრებებისათვის, 19 დიუმიანი სარბოლო დისკებით (OZ racing).
მისი წონა 398 კგ-ით შემცირდა (გახდა 1300 კგ),ამჟამად ძრავს გააჩნია 680 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი_830. იგეგმება ასეთი მოდელის მხოლოდ 21 ეგზემპლარის გამოშვება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 750 000 ევროს.
SLR McLaren Roadster
SLR -ის ღია მოდელი (ძრავის N R199) ავტობაზარზე გამოჩნდა 2007 წლის სექტემბერში, ღირებულებით 493 000 ევრო. როდსტერში დგას ისეთივე ძრავი, როგორიც კუპეში და წონა კუპესთან შედარებით 60 კგ-ით მეტია, რამაც მაქსიმალური სიჩქარე წინამორბედისგან შეამცირა 332 კმ/სთ-მდე. ოფიციალური დოკუმენტაციით, კაბინის კონსტრუქცია (ჭერგადახდილი სიარულის დროს) მძღოლს საშუალებას აძლევს უპრობლემოდ გააგონოს მგზავრს ხმა. როდსტერი გამიზნულია სარბოლო შეჯიბრებისათვის ისეთ სუპერავტოსთან, როგორიცა Pagani Zonda F Roadster.
Roadster 722 S
ეს მოდელი წარმოდგენილი იყო პარიზის აუქციონზე 2008 წელს. გააჩნია 5.5ლ. მოცულობის ძრავი, აქვს 650 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი_820, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს 100 კმ/სთ განავითაროს 3.7 წმ-ში, ხოლო_200 კმ/სთ - 10.6 წმ-ში. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 335კმსთ. ძარის სიმაღლემ დაიწია 100 მმ-ით. Mercedes SLR McLaren 722 S სერიული ტირაჟი შეადგენს 150 ერთეულს.
SLR McLaren Stirling Moss
2009 წელს დეტროიტის ავტოსალონში წარმოდგენილი იქნა შSLR McLaren Stirling Moss – სლიდსტერი, რომელიც 2009 წლის ივნისიდან დეკემბრამდე გამოდიოდა ტირაჟით_75. მისი ფასი შეადგენდა 750 000 ევროს.
Mansory Renovatio SLR McLarenნ
2008 წელს, ჟენევის ავტოსალონში, წარმოდგენილი იქნა Mანსორყ. აღნიშნულ მოდელს მიაწერეს ფილოსოფიური იდეა_ “ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად”. მოდელს გააჩნია მეტი აეროდინამიული რიცხვი. მის სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამს კარბონისგან შესრულებული დიზაინი. Aასევე, ძრავს უყენია გაუმჯობესებული ტურბინა. ცხენის ძალები გაიზარდა 700-მდე, ბრუნვის მომენტი_880-მდე, ასევე, გაუმჯობესდა აჩქარების მომენტი: 0-100 კმ/სთ – 0.3 წამში, ხოლო მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 340 კმ/სთ.
No comments:
Post a Comment