W460

პირველი W460 G-Wagen მოქალაქეებისთვის გაყიდვაში შემოვიდა 1979 წლიდან. მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იყო ორი მოდელი, ორი საბორბლე ბაზით, მოკლე 2400მმ-იანი და გრძელი2850მმ. შესაძლებელი იყო სამი სტილის არჩევა: ორ კარიანი მოკლე საბორბლე ბაზით, ორ კარიანი მოკლე საბორბლე ბაზით-ვაგონი, ოთხ კარიანი მოკლე საბორბლე ბაზით. ეს ორი ვაგონი ხელმისაწვდომი იყო აგრეთვე ორ კარიანი უმინო სახითაც. G-Wagen -ების შთამბეჭდავი არსებობის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა სტილის კორპუსი მზადდებოდა,როგორც არმიისთვის ისე სამოქალაქო პირებისთვის.W460 პოპულალური იყო სამხედროებსა და მოგზაურობის მოყვარულებს შორის. პირველ ათწლეულებში შეიქმნა 50 000 მოდელზე მეტი.
W463 Cabrio
G-Wagen-ის კაბრიოლეტი იწყობოდა ხელით, ქალაქ გრეისში რომელიც მდებარეობს ავსტრიაში. წელიწადში აწყობდნენ მხოლოდ 20 მანქანას. ოფიციალურად Merceses-benz-ი ამ მოდელების იმპორტს აშშ-ში არ ახდენდა. G-Wagen-ის კაბრიოლეტი ფასი იწყებოდა 135 00$
წარმოების 31 წლის თავზე გიგანტურმა ბრენდმა Mercedes-Benz G55 G V12 S Biturbo-s ბაზაზე შექმნა ყოველმხრივ ექსკლუზიური და სრულყოფილი მოდელი
BRABUS G V12 S Biturbo WIDESTAR

2010 წელს ჟენევის ავტოსალონში შედგა BRABUS G V12 S Biturbo WIDESTAR–ის მსოფლიო დებიუტი, ეს ექსკლუზიური და სუპერ ავტომობილი მუშაობს ორ ტურბინაზე, რომელსაც გააჩნია 12 ცილინდრიანი ძრავი - მოცულობით 6.3ლ. და აქვს 700 (690) ცხენის ძალა, ძრავის მაქსიმალური ბრუნვის მომენტი შეადგენს 1320 ნ.მ, წუთში 5100 ბრუნზე გამოიმუშავებს 515 კვტ-ს, აღნიშნული სიმძლავრის ძრავი, მოდელს საშუალებას აძლევს 0-100 კმ.სთ განავითაროს 4.3 წამში, ხოლო 0-200 კმ.სთ – 15/9 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 365.7 კმ/სთ, საწვავის მოხმარების მაჩვენებელი გამოიყურება შემდეგნაირად:
ქალაქი 28.4 ლ/100კმ
ქალაქგარეთ 16.1 ლ/100კმ
შერეული 20.6 ლ/100კმ

ავტომობილს კომპანია BRABUS-მა დაუყენა ლამაზი და თვალშისაცემი ზომის დისკები 20დან 23 დუიმამდე. რაც შეეხება სალონს უდავოა მისი ექსკლუზიურობა, სპიდომეტრის შკალა, გაზისა და მუხრუჭის პედლები, ბრაბუსის ლოგოები, სიჩქარის კოლოფის სახელური და თითქმის ყველა მეტალი სალონისა დამზადებულია უჟანგავი ლითონისგან, რაც შეეხება ტყავს, ეს გამორჩეული ხარისხის, რბილი და ჰაერგამტარი ტყავია (BRABUS Mastik).
ავტომობილის საექსპორტო ღირებულება შეადგენს 394.900 ევროდან ზემოთ.
No comments:
Post a Comment